სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

1narko-sam-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წ. დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი ლევან . – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ხოლო 1956 წელს დაბადებული, წარსულში ასევე ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი თემურ . დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ლევან . გორის რაიონის სოფელ ბერბუკთან მდებარეავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 10 აბი სუბუტექსი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,07913 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

თემურ წ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 5 აბი სუბუტექსი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – სარეალიზაციოდ გამზადებული, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული 76 აბი და 45 ნატეხი სუბუტექსი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,6495 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება ლევან კ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით), ხოლო თეიმურაზ წ-ს მიმართ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით 
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (სსსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).