საზოგადოება
მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა“ კონსულტაციები დაიწყეს

1javaxaZe-saz-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე კონკურენტუნარიანი კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოიკვეთა - დღეს პოლიტიკური სპექტრი ისევ პოლარიზებულია. წინ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია და ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ მოცემულობაში არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.

სწორედ ამიტომ ჩვენ კონსულტაციები დავიწყეთ და მივესალმებით ტრადიციონალისტების ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებას გულისხმობს. კონსულტაციები აკაკი ასათიანთან მქონდა. პირველ ეტაპზე მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ მომავალ თანამშრომლობაზე პრაქტიკულად შევთანხმდით.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვითანამშრომლოთ და მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ტრადიციონალისტებთან ერთად, ყველა კვალიფიციურ თუ არაკვალიფიციურ სუბიექტს  კონკურენტუნარიანი ბლოკის ჩამოყალიბებას ვთავაზობთ“, - აცხადებს სერგო ჯავახიძე.