სამართალი
სამართალდამცავებმა სოფელ მანავში დაკარგული ბავშვები თბილისში იპოვეს

manaviშს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მცხოვრები 13 წლის ციალა და 10 წლის ქეთევან გოგოლაურები, რომლებიც სამი დღის წინ დაიკარგნენ, თბილისში იპოვეს. როგორც საქინფორმს საგარეჯოს პოლიციაში განუცხადეს, ბავშვები მეტრო „მარჯანიშვილთან“ ბოშებს ჰყავდათ შეფარებული.

პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვები საგარეჯოში მშობლებს ჩააბარეს. თუ რატომ დატოვეს ბავშვებმა სოფელი მშობლების გაუფრთხილებლად, სამართალდამცავები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.