უცხოეთი
საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის სამხედრო დაზვერვა დღეს ერთიან სისტემას წარმოადგენს, რომელიც კომპლექსურად იყენებს სადაზვერვო საქმიანობის ყველა არსებულ საშუალებასა და მეთოდს რფ-ის ტერიტორიაზე და უცხოეთშიც.
5 ნოემბერს რუსეთში სამხედრო მზვერავის დღე აღინიშნება.„1918 წლის 5 ნოემბერს დაარსდა საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ცენტრალური ორგანო, რომლის სამართალმემკვიდრედ თანამედროვე ეტაპზე რფ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო მიიჩნევა“, - ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების ცნობაში.
„სამხედრო დაზვერვის მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი, როგორც სახელწიფო უსაფრთხოების სისტემის ელემენტი, მოიპოვებს, აანალიზებს, განაზოგადებს ინფორმაციას სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შესახებ, რომელიც რუსეთის გარშემო ყალიბდება, ახდენს მისი განვითარების პროგნოზირებას და დროულად მოახსენებს უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო მეთაურობას რფ-ის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინაშე არსებული პოტენციური და რეალური საფრთხეების შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში.