სამართალი
„წინა არჩევნებთან შედარებით ეს იყო ნამდვილად იდეალურთან მიახლოებული. მიმაჩნია, რომ წინა წლებში არჩევნებში კი არა, ომში ვიყავით, სადაც მოწინააღმდეგე ყველა ხერხს იყენებდა: ძალადობას, ხალხის დაშინებას, საარჩევნო უბნებიდან ყუთების გატაცებას, ნიღბიანების ძალას და ა.შ. ამჯერად ამომრჩეველი გაოცებული იყო, რომ არავინ აიძულებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემას, მხარდამჭერთა სიების მიტანას, არავინ ემუქრებოდა სამსახურიდან გაგდებით ან ოჯახის წევრების დასჯით, ამიტომაც ხალხი თითქოს დაბნეულიც კი იყო“.
საგანელიძის თქმით, „მიშიზმი და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა“, მაგრამ, მისივე განცხადებით, უნდა მოეკითხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ბინძურ საქმეებშია გარეული.
„თუ ყველა დამნაშავეს პასუხს არ ვაგებინებთ და არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს“, - აღნიშნა საგანელიძემ.