აქტუალური
ჩიორა თაქთაქიშვილი და გოკა გაბაშვილი სააკაშვილმა პარიზში გამოიძახა

1gamoiZaxa-akt-1საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. For.ge-ს მიერ გარვცელებული ცნობით, ჩიორა თაქთაქიშვილი და გოკა გაბაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სასწრაფოდ პარიზში გაემგზავრნენ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ ამ ერთგულ წევრებს კერძო თვითმფრინავი გამოუგზავნა. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მათი სასწრაფო გამგზავრება „ნაცმოძრაობას“ წილების გადასარჩენად თუ გადასანაწილებლად დასჭირდა და ნაციონალები სწორედ საფრანგეთში ახორციელებენ უკანონო გადარიცხვებს.

როგორც ჩანს, ოფიციალური ვიზიტით პარიზში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი საროზისთან შეხვედრის პარალელურად დროს არ კარგავს და ნაციონალებისთვის ე.წ. „მაშველი რგოლის გადაგდების“ გეგმებს ახორციელებს.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციისთვის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის საქმიანი მხარეა ცნობილი და ჩიორა თაქთაქიშვილისა და გოკა გაბაშვილის პარიზში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან.

ექსპერტი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილმა მართლაც გამოუგზავნა თვითმფრინავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ისინი პარიზში გაფრინდნენ, ამ საკითხზე სერიოზული მოკვლევა უნდა დაიწყოს.

”ესეც, ალბათ, გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებული სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საფუძველზე შეხვედრა იქნება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.