საზოგადოება
გამცემლიძის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა

gzis_ngrevaძველი თბილისის რაიონში, გამცემლიძის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა და მერიის დასუფთავების სამსახურის მანქანა ჩაიყოლა. მძღოლისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ამოყვანა ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეძლო.

როგორც ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილემ ბესო ჯიმშელაძემ საქინფორმს განუცხადა, შემთხვევა ცენტრალური მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართავობამ გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის, მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და რაიონის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან.