პოლიტიკა
"ვანო იყო ჩემი მრჩეველი საარჩევნო პროცესის დროს, ის "ჯიპას" პროფესორია და პროფესიონალთა გუნდთან ერთად საარჩევნო კამპანიის დროს მაძლევდა რჩევებს, რომლებიც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ახლა ვანო აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე არც ერთი თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნული არ ვართ და მომავალში, ბუნებრივია, ვანო მაჭავარიანი წაიყვანს იმ მიმართულებას, რომელსაც მანამდეც კურირებდა -ესაა საგარეო პოლიტიკა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ვანო მაჭავარიანი არის მიხეილ მაჭავარიანის - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ მთავარი სახის და ექს–გენერალური მდივნის, ახლანდელი საპარლამენტო უმცირესიბის წევრის და ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის და მრავალგზის დეპუტატის, შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ექს-გენერალური მდივნის - ძმა.