პუბლიკაციები
„2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი „Paris-I“, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობა (პარიზი, საფრანგეთი)“ - საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ავტობიოგრაფია

po-3-avtobiografiaსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - 2013 წლის 2 ნოემბერს, 15:30 საათზე,  თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენისას მის ბიოგრაფიაზე ისაუბრა. საქინფორმი სთავაზობს თავის მკითხველს საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოკლე ავტობიოგრაფიას:
დაბადების თარიღი და ადგილი:

1982 წლის 28 ივნისი, ქ. თბილისი.
განათლება:

1999-2004 წწ. -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები;
2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები (პარიზი, საფრანგეთი);
2005 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, მაგისტრატურა;

პროფესიული გამოცდილება:
2001-2002 წწ. - საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
2004-2005 წწ. - შპს "ბურჯი" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შპს "ბურჯი" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;

2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუ" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2005-2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი;
2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი;

2012 წლის თებერვალი-ოქტომბერი - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი;

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე - ნუნუ თამაზაშვილი (სააკაშვილის მიერ გაყალბებული ბრალდებით დაპატიმრებული და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრად აღიარებული პოლიციის გენერლის თამაზ თამაზაშვილის ქალიშვილი) და ორი შვილი.