სამართალი
ბავშვთა კვების პროდუქტების უკანონო წარმოებისთვის სასჯელი მკაცრდება

bavshvta-kvebaამასთან დაკავშირებით, ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. კანონპროექტით, ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოება ლიცენზიის გარეშე 3000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო საერთოდ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოება ლიცენზიის გარეშე 2000 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტი იმავე ქმედებების განმეორებით ჩადენისთვის 1000-1000 ლარით მეტ ჯარიმას აწესებს. დღეს მოქმედი ნორმით, დასჯადი ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაა, რაც მხოლოდ 500-დან 1000 ლარამდე ისჯება. კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილავს.