უცხოეთი
რუსეთის ჯავახკის დიასპორა მოითხოვს, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი უმცირესობა მშობლიურ სომხურ ენაზე სწავლისა და განათლების მიღების უფლებით უზრუნველყონ

zar-3-javaxkსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი.
რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადება
მიმდინარე სასწავლო წელი საქართველოს სკოლის მოსწავლეებისათვის,  ჩვეულებრივ, სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო და უკვე თვე-ნახევარია, რაც საქართველოს სომხური სკოლების მოსწავლეები სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს ელოდებიან.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დროულად მიმართეს თავის ქართველ კოლეგებს ოფიციალური შუამდგომლობით სომეხი მოსწავლეებისათვის სასწავლო სახელმძღვანელოების მიწოდების ნებართვისათვის, თუმცა, ნებართვა ჯერ არ მიუღიათ. სანამ ორი მეზობელი ქვეყნის განათლების უწყებებს შორის მიწერ-მოწერა მიმდინარეობს, საქართველოს სომხური სკოლების მოსწავლეები იძულებული არიან, მშობლიური ენა და სომეხი მწერლების ნაწარმოებები ძველი, უვარგისი სახელმძღვანელოებით შეისწავლონ.

ამავდროულად, მოცემულ საკითხზე დაბრკოლებები არ უნდა იყოს, რადგან სომხეთ-საქართველოს შორის დიდი ხანია არსებობს მთავრობათაშორისი შეთანხება, რომლის თანახმად სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია საქართველოს სომხური სკოლები სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით მოამარაგოს.

ამასთან, გაეროს დეკლარაციისა და ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ:

სასწრაფოდ მოახდინოს წამოჭრილი დაბრკოლებების ლიკვიდაცია და ხელი შეუწყოს საქართველოს სომხური სკოლების სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით მომარაგებას;

გააუქმოს აკრძალვა ჯავახკში (სამცხე-ჯავახეთის მხარეში) სომხურენოვანი სასწავლო სახელმძღვანელოების, ლიტერატურისა და პრესის შემოტანაზე;

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სომხური უმცირესობა უზრუნველყოს მშობლიურ სომხურ ენაზე სწავლისა და განათლების მიღების შესაძლებლობით.