რელიგია
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ მილოცვა ტახტის მომავალ მემკვიდრეს - პატარა გიორგი ბაგრატიონს

re-2-kreshenieსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარე“ ულოცავს სრულიად საქართველოს, ბაგრატიონების სახელოვან გვარს და პატარა უფლისწულ გიორგის, ქართული სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრეს, გაქრისტიანებას!

ყოფილიყოს  პატარა გიორგი ბაგრატოვანთა ღირსეული გვარის ღირსეული შთამომავალი, ბედკრული საქართველოს ასევე ღირსეული ხელმწიფე და მისი მრავალტანჯული სამშობლოს ისტორიული ტრადიციების სათანადო დამფასებელი და გამგრძელებელი!

დაე, დადგეს ჟამი და მასაც ამაყად, წინაპართა მსგავსად, ღირსებით ეტარებინოს სახელოვანი და გაერთიანებული საქართველოს მეფის სახელი!

პატივისცემით,
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ თავმჯდომარე
პოეტი რეზო ამაშუკელი
2013 წლის 3 ნოემბერი