უცხოეთი
საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ცსს-ს ყოფილმა თანაშრომელმა ედვარდ სნოუდენმა, რომელიც ხუთშბათს მოსკოვში ბუნდესტაგის დეპუტატ ჰანს-კრისტიან შტრობელეს შეხვდა, მისი მეშვეობით წერილი გადასცა გერმანიის მთავრობას, პარლამენტსა და გენპროკურატურას. ამის შესახებ „რია-ნოვოსტი“ იუწყება.
დეპუტატის შეხვედრა სნოუდენთან მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში სამ საათს გაგრძელდა.
შტრობელესა და სნოუდენის საუბარი იმ პირობების განხილვას მიეძღვნა, რომელთა შემთხვევაში სნოუდენს შეეძლება მოწმის სახით ჩვენებები მისცეს გფრ-ში აშშ-ის სპეცსამსახურების საქმიანობის გამოძიების ფარგლებში. მათ შორის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საუბრების მოსმენასთან დაკავშირებით.
გამორიცხული არ არის, რომ სნოუდენმა ჩვენება მოსკოვში მისცეს.