ირინა იმერლიშვილს პარლამენტში მანანა ბერიკაშვილი შეცვლის
საქართველო, 1 ნოემბერი,
საქინფორმი. კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით,
ირინა იმერლიშვილი, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ინიშნება, პარლამენტში მისმა ადგილმონაცვლე
მანანა ბერიკაშვილმა უნდა შეცვალოს.
თუ ბერიკაშვილი დაკავებულ თანამდებობას სადეპუტატო მანდატზე არ გაცვლის და კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგომაზე უარს იტყვის, მაშინ იმერლიშვილს პარლამენტში ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა შეცვლის. რაც შეეხება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, დღეს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებს მისი შემცვლელის ვინაობას გააცნობს. „კარგი კანდიდატი მყავს შერჩეული. პარასკევს თუ შევთანხმდით და სავარაუდოდ შევთანხმდებით, შაბათს, ორ ან სამ საათზე გვქნება შეხვედრა უმრავლესობასთან და ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაიგებს საზოგადოება მის ვინაობას. პრემიერი იქნება გასაგები, მისაღები ადამიანი ყველასთვის. რამდენად გავლენიანი იქნება, ამას დრო აჩვენებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.