საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება

Abashidzeსაქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. 17 ნოემბრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რესტრუქტურიზაცია და გარკვეული საკადრო ცვლილებები იგეგმება, - ამის შესახებ ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა.

"როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები განსხვავებულია, იქმნება ახალი პოლიტიკური რეალობა, შესაბამისად, ადმინისტრაციის ფორმირება მოხდება იმ ახალი გარემოების მიხედვით, რომელიც იქმნება ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ვაპირებთ გარკვეულ რესტრუქტურიზაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული საკადრო ცვლილებე", - განაცხადა აბაშიძემ, რომლის განმარტებით, რესტრუქტურიზაციის შედეგად დაკომპლექტდება პროფესიონალური გუნდი.

„კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებებზე, თუ ვის რა პოზიცია ეკავება, ამის შესახებ ცნობილი 17 ნოემბრის შემდეგ გახდება", - აღნიშნა აბაშიძემ.