საზოგადოება
მანდატურები პედაგოგებს სკოლიდან უშვებენ

mandaturebi2ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთა მეფარიშვილმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მანდატურების მიერ სარჩელის შედგენის მერე მიიღო, რასაც სკოლის დირექცია არ ადასტურებს.

დირექტორ სულიკო თებიძის თქმით, მეფარიშვილმა პედაგოგიური მოღვაწეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობის გამო მიიღო და განცხადებაშიც ამავე მიზეზს ასახელებს. თავად მეფარიშვილი კი ამბობს, რომ სკოლის დატოვების გადაწყვეტილებას წინ მანდატურთა მხრიდან რამდენიმე შენიშვნა უსწრებდა. რუსული ენისა და ლიტერატურის უკვე ყოფილი პედაგოგი მიიჩნევს, რომ მანდატურები პედაგოგთა საქმიანობაში ზედმეტად ერევიან და აკონტროლებენ მათ.

ბათუმის სკოლის მანდატურები კი მეფარიშვილს გაკვეთილზე მოსწავლეებთან კარტის თამაშში სდებენ ბრალს, თუმცა ეს უკანასკნელი ამ ბრალდებას უარყოფს.