უცხოეთი
საქართველოში უცხოელების ყოფნის წესები მკაცრდება

inostranciსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის რეფორმებზე. ერთ-ერთ ასეთ სიახლეს საკუთარ თავზე უცხოელები გამოცდიან.

თბილისში უკვე გადაწყვიტეს ქვეყანაში იმ პირთა ყოფნის წესების გამკაცრება, რომლებსაც ქართული პასპორტი არ აქვთ. შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

„ჩვენ მეტისმეტად ლიბერალური რეჟიმი გვქონდა. 118 ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო 360 დღე ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე, დანარჩენები კი ვიზებს პირდაპირ აეროპორტში იღებდნენ. ეს ყველაფერი შეიცვლება და დიდ რეგულაციას დაექვემდებარება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ.