სამართალი
„ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო და ოფიციალური დასკვნა ასახავს ამ რეალობას. უბედური შემთხვევის შემდეგ ადგილი ჰქონდა უხეშ ჩარევას... გადაადგილდა უსუპოვის ცხედარი. როგორც ამბობენ, ამის ამსახველი ვიდეო არსებობს", - განაცხადა მამრაძემ. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიას, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე FBI-ს დასკვნა აქვს, კითხვები მკვლელობასთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს. „გოგლა ჟვანიას შეკითხვები არ უნდა ჰქონდეს, მან ყველაფერი იცის. სააკაშვილს, რომელმაც ამდენი რამე ჩაიდინა და ციხეს, რა თქმა უნდა, იმსახურებს, თანაც უვადოს, ეს არ ჩაუდენია, არც მოუკლავს და არც ხელი დაუფარებია მკვლელებისთვის. ჩარევას ვერც ბარამიძე და ვერც დაცვის წევრები ვერ შეძლებდნენ, თუ ბრძანება არ ექნებოდათ უზენაესიდან – სააკაშვილისგან, მერაბიშვილისგან ან ადეიშვილისგან. შეიძლება ოქრუაშვილისგანაც. ეს იყო უბედური შემთხვევა, რის შემდეგაც მოხდა დიდი დანაშაული", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.