სამართალი
ბაჩანა ახალაიას კიდევ ერთი ბრალდება მოეხსნა

sa-1-baCoსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს თავდაცვისა და შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახლაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

საქმის მიხედვით, ბაჩო ახალაიას, ბრალდებულ 7 პირთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებოდა ბრალად.

როგორც ახალაიას ინტერესების დამცველმა გიორგი ონიანმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, იგი დარწმუნებული იყო, რომ მოსამართლე დავით მგელიაშვილი ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთ, ახალ ბრალდებაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, პროცესი ა.წ. 18 ნოემბრისთვის დაინიშნა, ხოლო ბოლო ბრალდების საფუძველზე - ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე - 26 ოქტომბერს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.