მუზეუმის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ხშირად აღურიცხავად და სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხდებოდა ექსპონატების საგამოფენო დარბაზებში გატანა და სხვადასხვა დაწესებულებაზე გადაცემა.
აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ, მაგალითად, ამერიკაში საქართველოს საელჩოში გატანილია: ფერწერა - 10; გრაფიკა - 20; გობელენი - 3; ჭედურობა - 13.
საელჩოებში სულ 69 ექსპონატია გატანილი, მათი უმრავლესობა უკვალოდ არის გამქრალი.
1991 წელს ეროვნულ გალერეაში გაჩენილმა ხანძარმა ექსპონატებთან ერთად დოკუმენტაციაც გაანადგურა. შესაბამისად, სრულყოფილი ინფორმაცია ხანძრამდე სხვადასხვა ორგანიზაციაზე დროებით გადაცემული ექსპონატების შესახებ გალერეის თანამშრომლებს არ გააჩნიათ.
1960 -2007 წლებში ინვენტარიზაცია 96 ფონდში ჩატარდა, რის შედეგადაც 866 ერთეულის დანაკლისი აღმოჩნდა. 2007-2012 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად კი ვერ მოიძებნა 274 ექსპონატი.
აუდიტის სამსახურის მტკიცებით, 1966 წლიდან მუზეუმების ფონდების სრულყოფილი აღწერა არ მომხდარა.
წაიკითხეთ სრულად: http://gurianews.com/home/2010-11-26-08-10-05/14300-2013-10-30-07-00-59.html#.UnC9hAL7iM8.facebook