საზოგადოება
„ხალხის პარტიის“ ლიდერმა გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. დავითაშვილი არჩევნების შედეგებს აღიარებს და აცხადებს, რომ პროცესმა მშვიდად და გაყალბების გარეშე ჩაიარა. მმართველ გუნდში მის განცხადებას პოპულისტურს უწოდებენ.
„მე ვტოვებ ქართულ პოლიტიკას, გემშვიდობებით. რაც შეეხება პარლამენტის წევრობას, აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა, ისიც დამეტოვებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩემი დეპუტატობის ხელფასი ჩემი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს“, - განაცხადა დავითაშვილმა.