საზოგადოება
წითელი ჯვრის საზოგადოების საჩუქარი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს

iashvilis-klinikaდღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად ქველმოქმედების მიზნით იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა განყოფილებას ეწვევა. როგორც საქინფორმს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილმა განუცხადა, ისინი დღეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს "ბეკოს" სარეცხის საშრობ მანქანას გადასცემენ.

ყეინიშვილის თქმით, ტექნიკასთან ერთად ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს ტკბილეულსაც გადასცემენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აქცია "გადავარჩინოთ სიცოცხლე - შენც შეგიძლია გახდე ქველმოქმედი" ჩაატარა. აქციის მიზანს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა საჭიროებებისთვის ფონდების მოძიება წარმოადგენდა. აქციის მხარდამჭერი კომპანიები "ტკბილი ქვეყანა" და "ბარამბო" იყვნენ.