აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

aqtual-3-patrikსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს პატრიკ ჰიკს უმასპინძლა. შეხვედრას ევროპის ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი გვიდო დე ბონდი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ.

მხარეებმა განიხილეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც 2015 წელს თბილისში უნდა გაიმართოს. საუბარი შეეხო ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების პერსპექტივებს.

როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველო სპორტული ქვეყანაა, რასაც 35 ოლიმპიური ჩემპიონის არსებობა მოწმობს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიეცემა საშუალება, უმასპინძლოს არაერთ ევროპულ თუ მსოფლიო სპორტულ ღონისძიებას. "კარგია, რომ ამ მხრივ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. 2013 წელს თბილისში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, ხოლო 2015 წელს ტარდება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი და, ასევე, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში", - განაცხადა პრემიერმა.