აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით“

nino-akt-2საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ სპეციალური განცხადება ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, ის არ აპირებს თბილისის მერის პოსტზე კენჭი იყაროს, თუმცა ამობს, რომ პარტია შეეცდება, ყველა რეგიონში ღირსეული კანდიდატი წარადგინოს.

ბურჯანაძის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აანალიზებს, რის შემდეგაც პარტიის ყრილობა განახლებული შემადგენლობით გაიმართება.

„მე ძალიან კარგად ვიცი, ჩვენ რა შედეგიც დავდეთ და ისიც ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს კიდევ უფრო მეტი ეჭვთ უყურებს ბევრ ფაქტს, ვიდრე ეს აქამდე იყო. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს გაოგნებული უყურებს არსებულ რეალობას, მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით და ძალიან სერიოზულ შედგებს დავდებთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.