უცხოეთი
მიხეილ ხუბუტიამ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

1-xubutia-mikheilსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი.
ღრმად პატივცემულო გიორგი პარმენის ძევ!
ნება მომეცით რუსეთში ქართველთა კავშირის სახელითა და პირადად ჩემგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოგილოცოთ! ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ნამდვილმა ქართველმა, სრულებით არა მებრძოლმა, არამედ პირიქით - ლოიალურმა კაცმა, რომელიც ბრძნული დიპლომატიის მეშვეობით  პრობლემების გადაჭრის მომხრეა.

გისურვებთ საქართველოში ეკონომიკური განვითარების დონის გაზრდას, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და ქართველი ხალხისთვის ისეთი ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას, როგორსაც ის იმსახურებს.

და რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ არ დაივიწყებთ რუსეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას, რომელიც წმიდად ინარჩუნებს ქართულ ადათებსა და ტრადიციებს.

პატივისცემით,
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი
მიხეილ ხუბუტია