სამართალი
მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის, დარეჯან კოხტაშვილის საქმის პირველი განხილვა დღეს გაიმართება. ამავე ბრალდებით დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ბაბუცა გორდაძეს კი მალაიზიის სასამართლომ ბრალი უკვე წაუყენა.
ადგილობრივი სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე ბ მუხლი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. საქმის მეორე მოსმენა მიმდინარე კვირაში გაიმართება. ამ დრომდე არ შემდგარა სატელეფონო საუბარი მალაიზიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. საქმეში ჩართულია "საერთაშორისო ამნისტია".