საზოგადოება
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მერს, შესაძლოა, უფლებამოსილება შეეზღუდოს. კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერს უფლებამოსილება ეზღუდება, თუმცა ფუნქციები ემატება საკრებულოს, პარლამენტში დღეს შევიდა. ინიციატივის ავტორები გია ჟორჟოლიანი და ირაკლი ტრიპოლსკი არიან.
კანონში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ვიცე–მერს, სამსახურის უფროსებს და გამგებლებს საკრებულო დანიშნავს. ასევე, საკრებულოს ექნება უფლება, რომ თანამდებობაზე მყოფი პირები გადააყენოს და გამოუცხადოს უნდობლობა, რასაც უმრავლესობის 1/3 სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი და საკრებულო რამდენჯერმე ვერ შეთანხმდნენ, თბილისის მერს აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ის თანამდებობაზე ვერ დანიშნავს საკრებულოს მიერ დაწუნებულ კანდიდატს.