აქტუალური
ნიშნიანიძე შეეხო ბიუჯეტის განხილვის საკითხსაც და განაცხადა, რომ უმცირესობის წევრებს უფლება არ აქვთ ბიუჯეტის ავკარგიანობაზე ილაპარაკონ.
„ბიუჯეტის ვირთხებს, რომლებიც ჩვენ თვალწინ არიან, როგორ აქვთ უფლება, ბიუჯეტის ავკარგიანობაზე ილაპარაკონ?! მათ ხალხის ფულით შეგროვილი ეს ბიუჯეტი საკუთარი ჯიბე ეგონათ და საკუთარი ოჯახების, საყვარლების "საგულაოდ" იყენებდნენ და თვით ქვეყნის პრეზიდენტი ჰარამხანით აღმა-დაღმა "დაგულაობდა"... აი ეს არის თქვენი ნამოქმედარი და თქვენი მემკვიდრეობა. თქვენ ბიუჯეტის შესახებ ხმა ამოგეღებათ?“, - აღნიშნა ნიშნიანიძემ.
საპარლამენტო უმცირესობაში ამ განცხადებას მხიარულება მოჰყვა.
„მინდა შევნიშნო, რომ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას შესაძლებელია ალბათ ჩვენი პოზიციები გამოვთქვათ ისეთი ტერმინების გარეშე, როგორიცაა „ჰარამხანა“ და „საყვარელი“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.