სამართალი
რაც შეეხება გუბერნატორებს, რომლებიც ამჟამად ისევ რწმუნებულებად ითვლებიან, ისინი აცხადებენ, რომ განცხადება სხვადახვა მიზეზით დაწერეს და იმედოვნებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავწერე განცხადება, რომელიც გაივლის შესაბამის სამართლებრივ პორცედურებს და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დააკმაყოფილებს ჩემს განცხადებას. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის ქმედებასთან ერთად გადავდგამ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ჩემი პოლიტიკური გუნდი გადადგამს“, - განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ.