სამართალი
საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში საქართველოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.
"გილოცავ, საქართველო! საერთო შეფასებით, ეუთოს ჩათვლით, თქვენ ჩაატარეთ სამართლიანი, ნამდვილი დემოკრატიის ღირსი, კარგად ორგანიზებული არჩევნები. ყოჩაღ!", - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი.