საზოგადოება
ანდერს ფოგ რასმუსენი: „ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას და ველით მასთან მუშაობას ახალ რანგში!“
anders-fogსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ვულოცავ ქართველ ხალხს გამჭვირვალე და მშვიდობიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, სადაც გამოხატვის, გადაადგილებისა და შეკრების ფუნდამენტური უფლებები უზრუნველყოფილი იყო. ამ არჩევნებით, საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და კონკრეტული ნაბიჯი გადადგა ევროატლანტიკური სტანდარტებისკენ. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში, გააგრძელონ ერთად მუშაობა საქართველოს ამბიციური რეფორმის მიღწევაში. 
ვულოცავ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას, წარმატებას ვუსურვებ, როგორც ქვეყნის ახლად არჩეულ პრეზიდენტს და ველით მასთან მუშაობას ახალ რანგში", - აცხადებს რასმუსენი ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს ახალ პრეზიდენტსა და მის გუნდთან მუშაობას, რათა დაეხმარონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევაში.