საზოგადოება
იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად ინიშნება?

imerlishvili-saz-2საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. „პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე და კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი შესაძლოა უშიშროების საბჭოს ახალ მდივანად დაინიშნოს. ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ არაოფიციალურად ადასტურებენ, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

 

ირინე იმერლიშვილი საქართველოში ერთადერთი ქალია, რომელიც ჩინით არის გენერალი. პროფესიით იგი ბიოლოგია, მუშაობდა ცესკოში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. ასევე იყო ხათუნა გოგორიშვილის მოადგილე, როდესაც იგი პარლამენტის აპარატის უფროსი იყო.