საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს.
გთავაზობთ ლაშა აბაშიძის მოკლე ბიოგრაფიას.
ლაშა აბაშიძე მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, 2010-2012 წლებში მუშაობდა ლონდონში, საერთაშორისო ფინანსური ინსიტუტის ბიზნესგანვითარების უფროსად, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ, 2007-2010 წლებში ოპერაციათა მართვის უფროსად და შესყიდვების სააგენტოს უფროსად „საქართველოს რკინიგზაში“.
დამთავრებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, დიდი ბრიტანეთის ფინანსური მართვისა და აღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამა. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.