პოლიტიკა
ცესკო: მარგველაშვილი - 62.11%, ბაქრაძე - 21.73%
politika-3-xmebiსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციამ 3,741 უბნის შედეგები დათვალა.
წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11 % მოიპოვა, მას მხარი 1 012 214-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. დავით ბაქრაძემ ხმების 21,73 % ანუ 354 206 ხმა მიიღო, ნინო ბურჯანაძემ კი - 10,18 %, მას მხარი 165 933 ამომრჩეველმა დაუჭირა.
შალვა ნათელაშვილს ხმა მისცა ამომრჩეველთა - 2,88%-მა, გიორგი თარგამაძეს კი - 1,06 %-მა. 
დანარჩენმა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები ხმა მიიღეს. არჩევნებში სულ 23 კანდიდატი მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 1 661 273-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც საერთო რაოდენობის 46.96%-ს შეადგენს.