აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: “დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთი ძალაა!”

aqtual-1-ninoსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძე ახალ მიმართვას აქვეყნებს. სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

ფაქტია, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცაქართული ოცნების“, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო განუზომლად უფრო თავისუფალი, ვიდრე წინა არჩევნები. თუმცა, მიუხედავად დაპირებებისა და ჩვენი მოლოდინისა, ის არ იყო არც სამართლიანი, არც თანასწორი და ნამდვილად შორს იყო რეალური ევროპული სტანდარტებისაგან, ვინაიდან ეს არჩევნები ჩატარდანაციონალური მოძრაობისმიერ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული და აპრობირებული უსამართლო საარჩევნო სისტემით, რომელსაც წლების განმავლობაში აკრიტიკებდაქართულ ოცნებაშიშემავალი ყველა პოლიტიკური პარტია.

გუშინდელმა დღემ ნათლად დაგვანახ ყველას, მთელ საქართველოს, რომ დღეს ჩვენ კოჰაბიტაციის ნაცვლად უკვე მივიღეთ რეალურად მჭიდრო თანამშრომლობა ორ დიდ სახელისუფლებო ძალას შორის. ეს არის იმის შედეგი, რომქართულ ოცნებასადანაციონალურ მოძრაობასშორის მოხდა სამარცხვინო და ცინიკური გარიგება. უნდა აღვნიშნო, რომ ეს შედეგები ნამდვილად არ ამართლებს ადამიანების მოლოდინს, რომლებმაც პირველ ოქტომბერს ხმა მისცეს ქართულ ოცნებას.

ჩვენ მივიღეთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების მონოპოლიზაცია და დღეიდან სწორედ მას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ქვეყანის მომავალზე.

...დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ვისურვო, რომ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი სირთულეებიდან გამოვა ღირსეულად და ადრე თუ გვიან შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც თითოეულ ნამდვილ პატრიოტს ასე აწუხებს“.