უცხოეთი
ირაკლი კაკაბაძე: „არჩევნებმა საქართველოში ხალხს ქუჩაში მასობრივად გამოსვლის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა“

kakabსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. მოძრაობა "სამართლიანობა უნდა აღდგეს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, ამ არჩევნებმა სხვა გზა არ დაუტოვა მოსახლეობის 80%-ს, გარდა იმისა, რომ მასობრივად გამოვიდეს ისევ ქუჩაში.

ამის შესახებ კაკაბაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"ამ არჩევნებმა სხვა გზა არ დაუტოვა მოსახლეობის 80 პროცენტს, გარდა იმისა, რომ მასიურად გამოვიდეს ისევ ქუჩაში არჩევნების მერე და მოითხოვოს "ნაცისტური პარტიის" გასამართლება. თუ ეს არ მოხდება - მაშინ სამარცხვინო ერი ვყოფილვართ", - წერს კაკაბაძე.