უცხოეთი
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება

inauguraciaსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიართება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

სწორედ ამ დღიდან შეეძლება პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება.
ინაუგურაციის სახელით ცნობილ ცერემონიალთან დაკავშირებულ საკითხებს კონსტიტუცია და, მასთან ერთად, "საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულება განსაზღვრავს. 
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მთავრობის ფარგლებში ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.

არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.