ლეონიდ სლუცკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი გაითვალისწინებს თავისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის უარყოფით გამოცდილებას ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვება სავსებით მოსალოდნელია. როგორც ცნობილია, საარჩევნო უბნების 97%–ის მონაცემების დამუშავების შედეგად, მარგველაშვილმა ხმათა 62ჰ1% დააგროვაყ
სლუცკის თქმით, სახელმწიფო დუმა უკვე მზად არის გადადგას ნაბიჯები ურთიერთობის მოგვარებისკენ, პირველ რიგში, საპარლამენტო დიპლომატიის სიბრტყეში.
„რუსი და ქართველი ხალხები ისტორიულად ახლოს იყვნენ გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერამდე დიდი ხნით ადრე, და ისინი განწირული არიან კეთილმეზობლობის და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში – კულტურიდან ეკონომიკამდე“, – დასძინა დასასრულ სლუცკიმ.
„რია ნოვოსტის“ მასალების მიხედვით