აქტუალური
საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა. „ახლა, როცა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
მისივე თქმით, საელჩო ითანამშრომლებს ახალ პრეზიდენტთან, ასევე მთავრობასთან და პარლამენტთან საქართველო-ამერიკის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელი მომავლის შექმნის ხელშესაწყობად.