საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას ჩვენს დიდ მეზობელთან“

saz-3-premierსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. 28 ოქტომბერს, 15 საათზე, სასტუმრო "რედისონში" დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია, სადაც შვედეთის რადიოს ჟურნალისტის კითხვაზე რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

„15 მეტრითაც და უფრო მეტითაც იყო გადმოწეული, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან წუხდა. ჩვენ მაქსიმალურად მაღლა ავწიეთ ეს თემა. მე როგორც ვიცი, შეაჩერეს ეს პროცესი, იმედი ვიქონიოთ, რომ აღარ განახლდება მსგავსი გაუგებრობები რუსეთის მხრიდან.

რუსეთთან ძალიან რთული პერსპექტივა ჩანს, მარტივად ამოსახსნელი ამოცანა არ გახლავთ ეს. წინა ხელისუფლების უგუნური ქმედების შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ და შევედით ჩიხში. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრონციპული და ძალიან მტკიცე ჩვენი პოზიციით და დარწმუნებული ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობებს ჩვენს დიდ მეზობელთან“.

კომენტარი ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა, რომელმაც ჟურნალისტის მომდევნო კითხვაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარი მოვლენა, რომლისთვისაც ის ახლა ემზადება, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობაა.