საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიულოცა ქართველებს, რომლებმაც ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ეს იქნება მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.
მოსკოვში იმედი აქვთ, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მეგობრული და კეთილმეზობლური გახდება.ლავროვი: „ჩვენ ვუსურვებთ ქართველ ხალხს, მალე დაასრულოს ხელისუფლების ახალი ორაგანოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო საკითხი და იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთის მიმართულებით ეს ხელისუფლება მეგობრულ, კეთილმეზობლურ პოლიტიკას გაატარებს თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით“.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები პატიოსანი და თავისუფალი იყო, და „ქართველ ხალხს ეს მოვლენა“ მიულოცა, – გადმოსცემს „ინტერფაქსი“.
97 უბნის ოქმების დამუშავების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. მას ამომრჩეველთა 62%–ზე მეტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზეა სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე (დაახლოებით 22%), ხოლო მესამეზე – ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოდან“ (10%).
აღსანიშნავია, რომ მოიძებნენ ისეთებიც, ვინც გაყალბებაზე ლაპარაკობს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოუწოდა უკმაყოფილოებს, პატივი სცენ უმრავლესობის აზრს და, ამასთან, გამოთქვა რწმენა, რომ „საბოლოო ჯამში რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ“.