პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

politika-2-komentariსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ გვიან საღამოს, ცესკოს ბოლო ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოცხადდა, „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაკომენტარი გააკეთა 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

„პირველ რიგში, მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ვინაიდან ეს იყო მართლაც უპრეცედენტო არჩევნები. იცით, რომ მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, მშვიდ ატმოსფეროში. ეს იყო ნამდვილად ევროპული სტანდარტების არჩევნები. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ქართული დემოკრატიის, ქართული თანამედროვე სახელმწიფოსი. ეს არის გამარჯვება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მთლიანად ქართველი ხალხის და ჩვენი მთავრობის. მე მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს, თითოეულ მოქალაქეს. 
მე ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. არ მინდა წინასწარ, სანამ ოფიციალური შედეგები იქნება ცნობილი, მივულოცო ოფიციალურად ბატონ გიორგის, მაგრამ მე ვზეიმობ, ვუერთდები თითოეულ რიგით მოქალაქეს და მასთან 
ერთად ვზეიმობ გამარჯვებას“, -
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.