ცესკო: 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39 % შეადგინა
საქართველო, 27 ოქტომბერი,
საქინფორმი. 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა
39.07%–მა გამოხატა თავისი აზრი. 15:00 საათისთვის არსებულ მონაცემებთან შედარებით ცვლილება 7%-ს შეადგენს. გამოიკვეთა რამდენიმე აქტიური ოლქი:
რაჭაში ამომრჩეველთა
53.04%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი,
სამცხე-ჯავახეთში გამოცხადება
41%-ია,
გურიაში – 46 %. დედაქალაქში ხმა მისცა ამომრჩეველთა
40%-მა. ყველაზე აქტიური თბილისში
მთაწმინდის რაიონია, სადაც
46.06%–მა გამოხატა თავისი ნება.
„საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო 1382017 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 39%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევები არ არის. არის მხოლოდ პროცედურული ხასიათის დარღვევები და მათი უმეტესობა აღმოიფხვრა ადგილზევე. ზესტაფონის ოლქის ნომერ 9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა დააზიანა საარჩევნო ყუთი, კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია. საუბნო-საარჩევნო კომისია იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის განახლების შესახებ“, - განაცხადა ცესკო–ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.