ნინო ბურჯანაძე კოჰაბიტაციის დასასრულებლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს
საქართველო, 27 ოქტობერი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული მოძრაობიდან“
ნინო ბურჯანაძე კოჰაბიტაციის დასასრულებლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.
„ჩვენ აუცილებლად მივალთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე. ამისათვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. არჩევნები იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მთავრობის კომპლექტაციასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მიიღწევა. მექანიზმი ბევრია. მარგველაშვილი ამბობს, რომ კოჰაბიტაცია დასრულდება. კოჰაბიტაცია სააკაშვილთან კი არა, მის გუნდსა და პარლამენტთან მიმდინარეობს, რომელიც 40 პროცენტით „ნაციონალური მოძრაობითაა“ წარმოდგენილი. სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიშავს კოჰაბიტაციის დასასრულს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.