აქტუალური
"არჩევნები ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, პროცედურული ხარვეზები, რაც დაფიქსირდა, ადგილზევე აღმოიფხვრა. კრწანისის მე-5 უბანზე არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ და კომისიამ მათ დაატოვებინა შენობა. კრწანისის მე-12 უბანზე სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე წარადგინა, რის გამოც მათ ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს. ახალციხის 35-ე უბანთან მოხდა შელაპარაკება, მაგრამ შელაპარაკება არ მომხდარა უბანზე", - განაცხადა აზარაშვილმა.
არჩევნების კურიოზი: ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გვარი კანდიდატთა სიაში ვერ ნახა, აღშფოთებულმა კომისიის წევრებს "შეცდომის გამოსწორება" მოსთხოვა.