საზოგადოება
საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება აქტივობის პროცენტულ მაჩვენებელს, ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისათვის – 12,2% – რაჭა-ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. ამასთან, რამდენიმე უბანზე მომხდარი პროცედურული ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია.