ცესკო მესტიის რაიონის საარჩევნო უბნებს ვერ უკავშირდება
საქართველო, 27 ოქტომბერი,
საქინფორმი. ცესკოში კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა
ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დილის 08:00 საათიდან ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
აზარაშვილის განმარტებით, კომისია ამ დრომდე ვერ უკავშირდება მესტიის რაიონის ორ საარჩევნო უბანს. მისი განცხადებით, მაღალმთიანობის გამო კონტაქტი ვერ მყარდება. ცესკოში აცხადებენ, რომ კომისია 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. არსებობს ცხელი ხაზი, ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი, სადაც მოქალაქეებს არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის დატოვება შეუძლიათ.