,,ნაციონალების“ წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე არ უშვებდნენ
საქართველო, 27 ოქტომბერი,
საქინფორმი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის საარჩევნო ოლქში შემავალ
105-ე,
16-ე,
64-ე, და
56-ე უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ კომისიის წევრებს არ უშვებდნენ. ამის შესახებ პარტიის რაიონულ შტაბში
შოთა მალაშხიამ განაცხადა. მისი თქმით, ადგილი აქვს საარჩევნო უბნების ადმინისტრაციის მხრიდან არაკომპეტენტურობას.
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ყველა ხარვეზი ადგილზევე სწორდება. ოლქის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის თქმით, დილის მონაცემებით, უბნებზე სერიოზული დარღვევები არ არსებობს.