პუბლიკაციები
ავიგდორ ესკინი: „ბოლო დროს ამერიკის პრესტიჟი საქართველოში საგრძნობლად ეცემა. ეს კავკასიაში პარტნიორების შერჩევაში ამერიკელების განურჩევლობას უკავშირდება“ – აშშ–ის კონგრესში სააკაშვილის რეჟიმის საშინელებებზე ფილმები აჩვენეს

pol-an-1-avigdorსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. 2013 წლის 24 ოქტომბერს აშშ–ის კონგრესში საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე მოსმენა გაიმართა. სხდომაში დაახლოებით ასი ადამიანი მონაწილეობდა: ამერიკის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის  წარმომადგენლები, სენატორებისა და კონგრესმენების თანაშემწეები, აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ამერიკელი კანონმდებელი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტ მენენდეზი და საერთაშორისო პრობლემების გამოჩენილი სპეციალისტი, კონგრესმენი ალბიო საირესი.

მოსმენა ქართულ–აფხაზური ომის დამთავრების 20 წლის თავს დაამთხვიეს, რომელმაც 200 ათასი ქართველი დევნილის დღემდე გადაუჭრელი პრობლემა წარმოშვა. ორმა ცნობილმა ქართველმა უფლებადამცველმა – რომან ფინმა და დავით ზილფიმიანმა – დამსწრეთ ორი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ერთმა ფილმმა საქართველოს ციხეებში წამებისა და ძალადობის შესახებ სიმართლე გაამჟღავნა, მეორემ კი მეწარმეთა უფლებების დარღვევაზე მოუთხრო.

ამ აქციის ინიციატორმა, ებრაელმა პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა იზვესტიასთან ინტერვიუში განაცხადა: „ბოლო დროს ამერიკის პრესტიჟი საქართველოში საგრძნობლად ეცემა. ეს კავკასიაში პარტნიორების შერჩევაში ამერიკელების განურჩევლობას უკავშირდება. ამ მოსმენის შემდეგ საქართველოში შიდა სიტუაციის გაუმჯობესების და, აგრეთვე, დევნილთა პრობლემის გადაჭრის ახალი შესაძლებლობები იხსნება. გუშინდელ ღონისძიებაზე დამსწრეთა რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელებს განზრახული აქვთ, თავიანთ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას გადახედონ და რუსეთთან პარტნიორობით რეგიონში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებას შეუწყონ ხელი~.

დამსწრე ამერიკელმა ექსპერტებმა გაკვირვება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონობაზე პასუხისმგებლები დღემდე არ გასამართლებულან.