აქტუალური
"2 ოქტომბერს პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა 18 ათას ადამიანს მოეხსნა. მას შემდეგ დამატებით 5 ათასამდე განაცხადი შემოვიდა. განვიხილეთ ეს განცხადებები და შესაბამის სტრუქტურებს გადავუგზავნეთ. ეს პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა ბარნოვმა, რომელმაც იქვე დასძინა: “ინდივიდუალური ამონაწერების გაცემა დაიწყება ორშაბათიდან და პარალელურ რეჟიმში ჩვენ განცხადებების მიღებას გავაგრძელებთ შეწყალებაზე”.
ბარნოვი არ გამორიცხავს, რომ განცხადებების სიმრავლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების დამატებითი აქტი კიდევ გამოსცეს.